UFC-ის ჩემპიონმა მძიმე წონით დივიზიონში, ტომ ასპინალმა წლის საუკეთესო მებრძოლი და წლის საუკეთესო ნოკაუტი დაასახელა. ინგლისელი ჩემპიონისთვის ასეთი მებრძოლი არის ილია თოფურია, საუკეთესო KO კი მის მიერ ჩარლზ ოლივეირას გათიშვა.
"ჩემი აზრით, 2025 წლის საუკეთესო მებრძოლის წოდება თოფურიას ეკუთვნის. მან დაუჯერებელ შედეგებს მიაღწია. ნოკაუტის საუკეთესო ავტორიც ილია არის, ის, თუ რა გააკეთა მან ოლივეირასთან ჩხუბში. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო KO, რომელიც ცხოვრებაში მინახავს."
შეგახსენებთ, რომ 2025 წელს ქართველმა ჩემპიონმა შეიცვალა წონა, ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარი დატოვა ვაკანტური და მსუბუქში ავიდა. 70 კილოგრამ წონით დივიზიონში "მატადორმა" საჩემპიონო ჩხუბში ჩარლზი გათიშა.















