სუპერმსუბუქ დივიზიონში მორიგი ისტორიული ღონისძიება ახლოვდება. დეკემბერში, ლას-ვეგასში, UFC 323-ზე, მერაბ დვალიშვილი რუს სპორტსმენს - პიოტრ იანს უკვე მეორეჯერ დაუპირისპირდება. ქართველ ჩემპიონს მიეცემა შანსი, რომ კიდევ ერთი რეკორდი დაამყაროს - 4 სატიტულო ბრძოლა ერთ წელიწადში.
"მანქანამ" 2025 წელს ტიტული სამჯერ, წარმატებით დაიცვა, ახლა კიმეოთხედ იბრძოლებს, რაც UFC-ის ისტორიაში უნიკალური შედეგი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ათლეტი განსაკუთრებულად ემზადება მომავალი ორთაბრძოლისთვის, უმარ ნურმაგომედოვი მიიჩნევს, რომ იანს რთული ღამე ელის.
"პირველ ბრძოლასთან შედარებით, მერაბი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. სენდჰეგენთან ბრძოლამ ნათლად აჩვენა, რომ ის მზად არის მთელი ღამე იჭიდაოს, ეს კი იანისთვის დიდი პრობლემაა. იანს სუსტი გდების დაცვა აქვს, თუმცა ძლიერი ხელები აქვს და შეუძლია ბრძოლა ნოკაუტით დაასრულოს. მაგრამ თუ ეს არ მოხდება — მერაბი მას უბრალოდ გაანადგურებს."
ნურმაგომედოვმა დვალიშვილის შესაძლებლობები საკუთარ თავზე იანვარში, UFC 311-ზე გამოსცადა, სადაც მან პირველი კარიერული მარცხი იწვნია. მიმდინარე კვირას, იგი მარიო ბაუტისტასთან შეხვედრით, რევანშის მოპოვებას შეეცდება.















