მსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა - ილია თოფურიამ, უკანასკნელად, ესპანელ MMA-ს ჟურნალისტთან - ალვარო კოლმენეროსთან ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუს მსვლელობისას, ქართველმა მატადორმა მისი და პედი პიმბლეტის შესაძლო დაპირისპირებაზე საინტერესო კომენტარი გააჟღერა.
"იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია ქვესაშუალო დივიზიონში ასვლის უფლებას არ მომცემს, პადის დიდი სიამოვნებით შევხვდები. მაგრამ ბრძოლა, რომელიც ყველაზე მეტად მსურს, არის ისლამთან, მესამე დივიზიონში."















