Brave FC-ის 93-ე ღონისძიების მთავარ ბრძოლაში რაულ თუთარაულმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ოლჟას ესკარაევი დაამარცხა. ყაზახ მებრძოლთან მოგებით, ქართველი კუბანიჩბეკ აბდისალამ ულუსთან განმეორებითი მატჩის შანსს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ის ყირგიზ ჩემპიონს გასული წლის სექტემბერში შეხვდა.
აღნიშნული ბრძოლა "ომოკის" გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ბევრი არ დაეთანხმა. ზოგადადაც, ბრძოლამ ბევრი კითხვა დატოვა, რომელსაც პასუხი თუთარაულისა და 30 წლის მებრძოლის რემატჩში გაეცემა.















