რობერტ უიტეკერი VS. ხამზატ ჩიმაევი
ამ ბრძოლაში აბსოლუტურად მიკერძოებული ვარ და ვფიქრობ, რომ რობერტი გამარჯვების მოპოვებას მოახერხებს. ხამზატი გამანადგურებელია, მაგრამ აშკარაა, რომ კარდიოს პრობლემები აქვს. ხამზატი შვედეთში აღარ ვარჯიშობს. კემპის გარკვეული ნაწილი მან ჩეჩნეთში გაიარა. როგორც თვითონ აღნიშნა, ჩიმაევი „ნამდვილ მთებში“ კარგ ფორმაში შევიდა, მაგრამ ცხადად ჩანს - ხამზატი ისეთი მშიერი აღარაა, როგორიც კარიერის დასაწყისში იყო. ხამზატი მგონია, რომ იმ მებრძოლების კატეგორიას მიეკუთნება, რომელთათვისაც ფული ქამარზე მნიშვნელოვანია. ამას კი მას შემდეგ ვფიქრობ, რაც კამარუ უსმანი დაამარცხა. ნიგერიელის დამარცხების შემდეგ, როდესაც ჯო როგანმა ხამზატს ლეონ ედვარდსთან პოტენციურ ბრძოლაზე ჰკითხა, ჩიმაევმა თქვა, რომ მას ისეთი ბრძოლა სურს, რომელიც ბევრ ფულს მოუტანს და ტიტული არ აინტერესებს. ეს კარგად მესმის, ჩიმაევი უკიდურეს გაჭირვებაში გაიზარდა. ახლა კი მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ოჯახი ყველაფრით უზრუნველყოს. „მგელმა" ამას უკვე მიაღწია და მის ოჯახს სადარდებელი არაფერი აღარ აქვს, თუმცა ასეთი კეთილდღეობის მისაღწევად მას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადასვლაც მოუწია. ვფიქრობ, რომ ახალ მწვრთნელებთან ერთად, ძვირადღირებული დარბაზის, მანქანებისა და აპარტამენტების გარემოცვაში ხამზატი არ იქნება ისეთი მშიერი. ეს ჩიმაევს ვიზუალურადაც ეტყობა, მოსამზადებელ პერიოდში ის ძალიან მშვიდი და განსხვავებული იყო.

რობერტ უიტეკერს გდებისგან თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. მარვინ ვეტორიმ ბობის ერთი გდებაც ვერ გაუკეთა, რაც ავსტრალიელის ანტიგრეპლინგზე ბევრის მთქმელია. ბრძოლის, ალბათ, უმთავრესი გარემოება ისაა, რომ დაპირისპირება 5-რაუნდიანი იქნება - თუ შორს ეს ბრძოლა გაიწელება და ჩიმაევმა რობერტის დაფინიშნება საწყის რაუნდებშივე ვერ მოახერხა, ვფიქრობ, რომ საჩემპიონო რაუნდები მხოლოდ რობერტის სასიკეთოდ წარიმართება, თუმცა, ჭიდაობის გარდა, ჩიმაევის არსენალში სხვა იარაღიც არის. ჩეჩენს უმძიმესი დარტყმა აქვს, რობერტის ყბა კი შესუსტებულია, რამაც დუ პლესისთან ნეგატიური შედეგები უკვე გამოიღო. ყველაფრის გათვალისწინებით, დუ პლესისთან ფეხის დაცდენას მაინც მოულოდნელობის ეფექტს ვაბრალებ და ვფიქრობ, რომ ჩიმაევთან გაცვლებში უიტეკერი მაქსიმალურად ფრთხილად შევა.

ნამდვილი ომი ორ დიდ ბიჭს შორის - აი, რას უნდა ველოდოთ ამ დარისპირებაში. უკვე დიდი ხანია, რაც მაგომედ ანკალაევი სატიტულო ორთაბრძოლას იმსახურებს, ვფიქრობ, ამ მოგებით ალექს პერეირასთან ერთად ოქტაგონში მოხვედრის ბილეთს დაღესტანელი უკვე ოფიციალურად დაჯავშნის. მართალია, რაკიჩი წაგებების სერიაზეა, მაგრამ, აშკარად, უმაგრეს ფორმაშია. ალეკსანდარი ფიზიკურად ძალიან დიდი, გამძლე და ამტანი მებრძოლია. საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად მარცხებისა, სერბო-ავსტრიელი ორივე ბრძოლაში კარგად გამოიყურებოდა. იან ბლაჰოვიჩთან ის, ნამდვილად, არაფერს თმობდა. მეტიც, დგომში საკმაოდ კარგად იბრძოდა, უბრალოდ პოლონელს ფეხებზე მუშაობა აშკარად გათვლილი ჰქონდა და მთელ დროს ფეხებზე შეტევებსა და "ოვერჰენდი-ლივერშოთის" კომბინაციას უთმობდა. რაკიჩმა მეორე რაუნდი ჭიდაობის ინიცირებით გახსნა. სამკუთხედის ერთ მცდელობას თუ არ ჩავთვლით, პარტერში ალეკსანდარმა იანი დაჩაგრა. მესამე რაუნდში კი სერბული წარმოშობის ავსტრიელს არ გაუმართლა - ფეხი ძალიან უცნაურად და მძიმედ დაიზიანა. რაკიჩს წინა ჯვარედინი იოგები იმ მუხლში გაუწყდა, რომელზეც დარტყმებს არ იღებდა. შედეგად - ალეკსანდარმა ის ბრძოლა წააგო, რომელსაც იგებდა.

ჩემი აზრით, რაკიჩმა პირველი რაუნდი ჟირი პროჰასკასთან ბრძოლაშიც მოიგო, არც მეორეში გამოიყურებოდა ცუდად, თუმცა ჩეხის წნეხმა თავისი ქნა. ეფექტური აღმოჩნდა მისი არაპროგნოზირებადი სტრაიკინგიც. საბოლოოდ, Light Heavyweight-ის ყოფილმა ჩემპიონმა რაკიჩი მეორე რაუნდში დააფინიშა. ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ რაკიჩის დამარცხება იოლი საქმე არ არის და ალეკსანდარი 2-წაგებიანი სერია ანკალაევისთვის იოლ გასეირნებას არ ნიშნავს. ანკალაევი სტრაიკერია, რომელსაც ჭიდაობა კარგად გამოსდის. კარგად ვნახეთ - როდესაც ბლაჰოვიჩმა მას ჯერ წინა, შემდეგ კი უკანა ფეხი გაუთიშა, მაგომედმა ფაქტობრივად „უფეხოდ“ - ჭიდაობის ხარჯზე შემოატრიალა ბრძოლა. ამ დაპირისპირებაში გამოჩნდა, რომ დაღესტანელს არამარტო ელიტარული ჭიდაობა, არამედ გამძლეობაცა და ჩემპიონის ხასიათიც აქვს. დარწმუნებული ვარ, რაკიჩი ფეხებს შეუტევს, რადგან "ლოუ ქიქებით" ჟირიცა და ბლაჰოვიჩიც დააზიანა. ეს იარაღი მაგომედთან განსაკუთრებულად ეფექტური მოჩანს.

როგორც ვთქვით, ბლაჰოვიჩმა აჩვენა, რომ ანკალაევის ფეხი გათიშვადია. ვფიქრობ, რომ ამ გარემოებას ანკალაევიც თავის სასაეგებლოდ გამოიყენებს და "ლოუ ქიქისთვის" კონტრდარტყმებს მოამზადებს. მაგომედის პასუხი, სავარაუდოდ, მარჯვენა "ქროსი" ან "ოვერჰენდი" იქნება. არ მგონია ანკალაევმა ჭიდაობაში დიდი ინვესტიცია ჩადოს, რადგან რაკიჩი ფიზიკურად ძალიან დიდი და ძლიერია, მასთან გრეპლინგი მომქანცველი იქნება. სამაგიეროდ, ვფიქრობ, რომ დგომში ანკალაევი საერთოდ სხვა დონეზეა, ბრძოლის წამოღებას ქულების ხარჯზე შეძლებს. ამას დამატებული ის ფაქტიც, რომ ეს ბრძოლა დაღესტანელისთვის, ფაქტობრივად, Title Eliminator-ია. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ის რაკიჩის ბარიერის დასაძლევად მაქსიმალურად ფრთხილ, გაუთვალისწინებელი რისკებისგან დაცლილ სტრატეგიას აირჩევს.
შარა ბულეტ მაგომედოვი VS. არმან პეტროსიანი
ილიას ჩხუბის გარდა, ყველაზე მეტად ეს ბრძოლა მაინტერესებს. ერთმანეთს ორი ფენომენალური სტრაიკერი შეხვდება. შარა მაგომედოვი მუაი ტაის მებრძოლია, არმან პეტროსიანი კი უმაგრესი ქიქბოქსერია. ამ ორ ათლეტს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა. ბულეტი ძალიან ცუდი მოჭიდავეა და გრეპლინგისგან თავს წარმოუდგენლად ცუდად იცავს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ პეტროსიანი შარას ამ სისუსტის გამოყენებას არ შეეცდება და ბრძოლის უმეტესი ნაწილი დგომში გაიმართება. იქიდან გამომდინარე, რომ ბრძოლა აბუ დაბიშია და აქ მხარდაჭერით, ცალსახად, შარა ისარგებლებს - სწორედ მის გამარჯვებას ვიწინასწარმეტყველებ.
მიკტიბეკ ოროლბაი VS. მატეუშ რებეცკი
ოროლბეისა და რებეცკის დაპირისპირებაში, ვფიქრობ, რომ გამარჯვებას ყირგიზი მებრძოლი იზეიმებს. მატეუშ რებეცკი კარგი, ფიზიკურად ძალიან ძლიერი მებრძოლია. ის MMA-ის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის - პოლონური KSW-ს ყოფილი ჩემპიონია, მაგრამ, ვფიქრობ, მიკტიბეკის გაბარიტები ამ დაპირისპირებაში გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდება. ჩემი აზრით, 26 წლის აზიელი ამ ბრძოლაში გამარჯვებას მსაჯთა გადაწყვეტილებით შეძლებს.
აბუს მაგომედოვი VS. ბრუნო ფერეირა
შეიძლება ითქვას, რომ აბუს მაგომედოვს კარიერის ერთ-ერთ გარდამტეხი პერიოდი უდგას. UFC-ში გაბრწყინების შანსი მან ძალიან მარტივად მიიღო - 2023 წლის 2 ივლისის ქარდს შონ სთრიქლენდთან ერთად ჰედლაინერობოდა. მანდ გამოჩნდა, რომ გერმანიის სახელით მოასპარეზე დაღესტანელი ელიტარულ დონეზე საასპარეზოდ მზად არ არის. საშუალო წონის ყოფილ ჩემპიონთა მარცხის შემდეგ აბუსმა კიდევ ორჯერ - კაიო ბორალიოსა და ვარლეი ალვესის წინააღმდეგ იბრძოლა, UFC 308-ს სწორედ ბრაზილიელთან მოპოვებული გამარჯვებით ხვდება, თუმცა, შონთან მარცხმა, აბუსი ფსიქოლოგიურად გატეხა.

შაბათს მისი მეტოვე ფერეირა - „ჰალკი" იქნება, რომელიც ნამდვილი მონსტრია. ფერეირას შეუძლია თავი ნებისმიერს მოაწყვიტოს. კი, აბუსი ამ ბრძოლაში ფავორიტია, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ივენთის ლოკაციის დამსახურებაა. როგორც წესი, აბუ დაბიში კავკასიელი მებრძოლები ფავორიტები არიან. ყოფილა პრეცედენტები, როდესაც გადაწყვეტილებამდე მისულ ბრძოლაში მსაჯებს „საინტერესო" გადაწყვეტილებები მიუღიათ, მაგრამ, მგონია, რომ ამ დაპირისპირებაში საქმე მსაჯებამდე არ მივა. ვფიქრობ, 2-მოგებიან სვლაზე მყოფი ფერეირა მომენტუმის ხარჯზე აბუსს პირველ ან მეორე რაუნდში დაანოკაუტებს.
ფარიდ ბაშარატი Vs ვიქტორ უგო
ფარიდ ბაშარატი, უბრალოდ, სასწაული მებრძოლია. ავღანური წარმოშობის ინგლისელს მეტოქედ ძალიან მაგარი ბრაზილიელი ბიჭი ჰყავს - ვიქტორ უგოს სახით, რომელსაც კარიერაში 9 "საბმიშენითა" და 8 ნოკაუტით გამარჯვება აქვს. უგოს შთამბეჭდავი რეზიუმეს მიუხედავად, ბაშარატის წაგებულად წარმოდგენა ძალიან მიჭირს. ფარიდი დგომშიც და ჭიდაობაშიც ძალიან კარგია. ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლას მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგებს.

ავტორი: საბა სოზაშვილი