მოვსარ ევლოევი VS. ალჯამეინ სტერლინგი
თოფურიას შემდეგი მეტოქე სწორად აქ უნდა გაირკვეს. კი, დიეგო ლოპესი ტოპ კონტენდერია, ალექსანდერ ვოლკანოვსკიც რემატჩის მოლოდინშია, მაგრამ მგონია, რომ ამ ბრძოლაში ეფექტური გამარჯვება გარანტირებულ სატიტულო ბრძოლას უდრის.
მოვსარ ევლოევი დაუმარცხებელი რუსი(ინგუში) მებრძოლია, რომელიც კარგი მოჭიდავეა. ალჯამეინ სტერლინგი კი Bantamweight-ის ყოფილი ჩემპიონია, რომელიც Featherweight-ში ამოვიდა. იამაიკელმა ზედა წონაში გამართულ სადებიუტო ბრძოლაში კელვინ კატარი უბრალოდ ოქტაგონიდან გააქრო.

ბუქმეიკერების აზრით, ევლოევი დიდი ფავორიტია. ალბათ, იმიტომ, რომ ალჯო ქვედაწონიდან ამოვიდა, ევლოევი კი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ალჯო ჯიუ-ჯიცუში შავი ქამრის მფლობელია და პარტერში დიდ პრობლემას ქმნის. ევლოევს საფრთხე სწორედ ამ კომპონენტში ემუქრება ხოლმე. მახრჩობელა ილეთი ინგუშს დიეგო ლოპესმაც დაუპირა და რაც ყველაზე საყურადღებოა - არნოლდ ალენმაც. ალჯოს მოსამზადებლად დიდი დრო ჰქონდა. მართალია, სტრაიკინგში არცერთი მებრძოლი დიდად არ გამოირჩევა, დგომის ჭიდაობა კი ევლოევისა სჯობს, მაგრამ მიწაზე?! - მგონია, რომ ეს ალჯოს სამფლობელოა და ის უბრალოდ სხვა დონეზეა. თან, ალჯო ჭკვიანი ათლეტია, ბრძოლებს ყოველთვის სტრატეგიულად იგებს. ევლოევზე იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყოდი.

ამას დამატებული ის, რომ ალჯოს სპარინგ პარტნიორი მერაბია და მერაბს ევლოევის ჭიდაობის იმიტირება ყველაზე კარგად შეუძლია. ამის გამო, ალჯო ევლოევისთვის ზედმიწევნით კარგად იქნება მზად. ამ ბრძოლაში გამარჯვებული ილია თოფურიასთან დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდება.
დაუმარცხებელი რუსი თუ მერაბ დვალიშვილის უახლოესი მეგობარი და გუნდელი, ამას მალე გავიგებთ, ჩვენ კი მანამდე, ცხადია, ალჯოს ვუქომაგებთ. მჯერა, რომ სტერლინგი ამ გამარჯვებას მოიპოვებს.
სირილ განი VS. ალექსანდრ ვოლკოვი
სირილ განი ალექსანდრ ვოლკოვს მეორედ დაუპირისპირდება. არამგონია განმეორებით მატჩში ბევრი რამ შეიცვალოს. კი, მათი ბრძოლის შემდგომ განი ფრენსის ნგანუსთან და ჯონ ჯონსთან დამარცხა, მაგრამ, რაც მთავარია, ფრანგმა მოგება უკვე მოასწრო - მას შემდგომ რაც სერგეი სპივაკს გადაუარა. ვოლკოვმა კი ამასობაში უმაგრესი კარიერული ქამბექი დადო. განის შემდეგ რუსი ასპინალთანაც დამარცხდა, თითქოს ასაკიც დაეწია და მისი დრო წავიდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ UFC 310-ს ვოლკოვი 4-მოგებიანი სერიით ხვდება.

არც მეტი არც ნაკლები, უკანასკნელ ბრძოლაში მან სერგეი პავლოვიჩი გაანადგურა. მარტივად მოუგო ტაი ტუივასასა და ალექსანდრ რომანოვსაც. ვინც მძიმე წონას თვალს ადევნებს, მათთვის ეს ნაცნობი სახელებია. ვფიქრობ, ვოლკოვი კარგ ფორმაშია, მაგრამ, ჩემი აზრით, განი ვოლკოვს კვლავ ჩვეულ სტილში მოუგებს და ასპინალთან ან ჯონსთან ბრძოლას მოითხოვს. უფრო რეალური კი განი-ასპინალი იქნება.
ბრაის მიჩელი VS. კრონ გრეისი
ბრაის მიჩელი მოჭიდავეა, რომელიც ყველას მიწაზე ამარცხებს. კრონ გრეისი კი UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური პერსონაჟია. მისი MMA-ის მებრძოლად აღმა ძალიან მიჭირს. თითქოს ლეგენდარული ბრაზილიური ოჯახის წარმომადგენელს გი გახადეს და ჯიუ-ჯიცუს ტატამიდან MMA-ის გალიაში შეუშვეს.

გრეისი მიჩელისთვის ძალიან უხერხული მეტოქეა და არ მგონია, რომ ამ ბრძოლაში ამერიკელი ასეთ დიდ ფავორიტად უნდა მიიჩნეოდეს. დგომში მიჩელიც საკმაოდ სუსტია, მაგრამ გრეისის დასამარცხებლად მისი უნარები სავსებით საკმარისია. თუ ბრძოლა მიწაზე გადავა, რისი ალბათობაც დიდია, არ გამოვრიცხავ, რომ კრონმა ბრაისი მახრჩობელა ან მტკივნეული ილეთით დაამარცხოს.
ენტონი სმიტი VS. დომინიკ რეიესი
ენტონი სმიტი VS. დომინიკ რეიესი
მარტივად და კონკრეტულად - ამ ბრძოლას დომინიკ რეიესი მოიგებს. ენტონი სმიტის დრო დიდი ხანია წავიდა - რეიესი კი აშკარად ჩვეულ ფორმას უბრუნდება. უკანასკნელ ბრძოლაში დასტინ ჯეიკობის დამარცხებამ რეიესს დიდი სტიმული მისცა და ვფიქრობ, რომ ახლაც ნოკაუტით მოიგებს, სმიტი კი კარიერას დაასრულებს.