უკვე რამდენიმე თვეა ჩემპიონის და ჩეჩენი მებრძოლის ჩხუბის იდეა განხილვის საკითხია, რადგან ორივე სპორტსმენისთვის უკანასკნელი შეხვედრები ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა. მიუხედავად პერეირას საშიში "სტრაიკინგისა", რომელიც მან UFC-ში გადმოსვლისთანავე დაამტკიცა და დღემდე ამტკიცებს, გულშემატკივრების გარკეული ნაწილი თვლის, რომ ანკალაევი თავისი კარგი ჭიდაობის ხარჯზე მას დაამარცხებს და ხელში ქვემძიმე წონის ტიტულს ჩაიგდებს.
ამ დებულებას ასევე ეთანხმება მსუბუქი წონის ამჟამინდელი ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი:
- შეახვედრეთ იგი ანკალაევს!
- და შენ ფიქრობ, რომ იგი მას დააგდებს?
- რა თქმა უნდა, მარტივად.

ასევე არანაკლებ მნიშნველოვანია შონ სტრიკლენდისა და დირკუსის რემატჩი, რადგან ფანების ძალიან დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს ბრძოლა შონს ეკუთვნოდა და დირკუსის მოგება მხოლოდ და მხოლოდ მსაჯების არასწორი გადაწყვეტილებით იყო გამოწვეული. როგორც წყაროები ირწმუნებიან, სტრიკლენდი ამ გამოწვევას უკვე დათანხმდა და მხოლოდ დირკუსის პასუხია დარჩენილი.















