27 აპრილს, 05:00 საათიდან დაიწყება UFC Fight Night Kansas City, რომლის მონაწილე გიგა ჭიკაძეც იქნება. მისი მოწინააღმდეგე დავიდ ონამა არის. რა ვიცით ქართველი მებრძოლის უგანდელი მეტოქის შესახებ? მისი სტატისტიკა ასეთია: 13 მოგება და 2 წაგება.
ამის გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ "მდუმარე ასასინს" ზედიზედ 3 ჩხუბში წაგება არ აქვს. ონამა ტოპ 15-ში ჯერჯერობით არ არის და "ნინძას" წინააღმდეგ ჩხუბი მისთვის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ელიტაში შესვლის კარგი შესაძლებლობაა.
" ალენთან ბრძოლაში მივიღე რამდენიმე ტრავმა, რის გამოც სამი ოპერაცია გავიკეთე. რეაბილიტაციამ 2024 წლის დარჩენილი ნაწილი მთლიანად წაიღო, მაგრამ უკვე დიდი ხანია, რაც ექიმებისგან მაქვს თანხმობა ბრძოლის გამართვაზე.
პირველი ვინც შემომთავაზეს იყო ონამა, მე კი დროის დაკარგვა არ მინდოდა. ჩაინიშნა ბრძოლა. "
აღსანიშნავია, რომ აწონვების ცერემონიალზე მსუბუქი დივიზიონისთვის განსაზღვრული წონა ჭიკაძემ ვერ ჩააბარა. აღნიშნულ წონით კატეგორიაში ლიმიტი არის 66.2 კგ, მაგრამ ქართველი მებრძოლისთვის სამწუხაროდ, მან 450 გრამით მეტი დააფიქსირა. ცერემონიალის შემდეგ, მას მიეცა დამატებითი 1 საათი წონის ჩასაბარებლად.
"ნინძა" აღარ გასულა აწონვაზე, თუმცა დავიდ ონამასთან ბრძოლის გამართვას საფრთხე არ ემუქრება. ჩხუბი შედგება, მაგრამ ერთი ახალი პირობით: 36 წლის მებრძოლს თავისი უგანდელი მეტოქისთვის ჰონორარის 20%-ის დათმობა მოუწევს.















