ბრენდონ Raw Dawg როიალი
ბრენდონ როივალი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლია. ის ძალიან ნიჭიერი, სანახაობრივი მებრძოლია და გამოცდილებაც საკმაოდ დაუგროვდა. ვფიქრობ, როივალი Bantamweight-ის ან Featherweight-ის მებრძოლი რომ იყოს მისი საბრძოლო სტილიდან გამომდინარე UFC-ის ერთ-ერთი წამყვანი ვარსკვლავი იქნებოდა, Flyweight-ს ჰაიპი აკლია, რის გამოც როივალი სუპერვარსკვლავად არ ითვლება. მას გამორჩეული უნარები აქვს, როგორც დგომში ასევე პარტერში. ნამდვილად უძლიერესი ჯიუ ჯიცუ აქვს, რაც არაერთხელ დაამტკიცა. მან UFC-ში მოპოვებული 6 გამარჯვებიდან 3 სწორედ მახრჩობელათი მოიპოვა. მისი რეკორდი ამ ეტაპზე UFC-ში ერთ შეხედვით არც თუ ისე კარგია, მაგრამ რეკორდი უბრალოდ ციფრებია. თუ გადავხედავთ მის რეზიუმეს, დავრწმუნდებით, რომ ბრენდონ როივალი უდიდესი მებრძოლია. მისი სამი წაგებიდან ორი ამავე წონის ამჟამინდელი ჩემპიონის, ალეშანდრე პანტოჟას წინააღმდეგ აქვს განცდილი, ხოლო ის ერთი კი ყოფილი ჩემპიონის - ბრენდონ მორენოს წინააღმდეგ.

თუმცა, მის უკანასკნელ ბრძოლაში როივალმა მოახერხა და 5-რაუნდიან დაპირისპირებაში, ბრენდონ მორენოსთან შური იძია და UFC-ის მართლაც, რომ ვარსკვლავი და მისი წონის უდაოდ ერთ-ერთი უდიდესი მებრძოლი დაამარცხა. როივალი დგომში ძალიან ფეთქებადი მებრძოლია და აგრესიულ შეტევებზე გადადის, რის გამოც ხშირად აზიანებს მეტოქეებს, მაგრამ ხანდახან ამის გამო ისიც ზიანდებოდა. მორენოსთან უკანასკნელ ბრძოლაში კი ის მომეწონა, რომ როივალი „დაღვინდა.“ შეტევებს იმპულსურად აღარ იწყებს, როგორც ამას აქამდე აკეთებდა და გამოზომილად ბრძოლა დაიწყო, რის შედეგადაც მორენოც კი დაამარცხა. ასე, რომ, ამ შეხვედრაშიც, დარწმუნებული ვარ, სულ ახალ შედარებით ფრთხილ, მაგრამ ძალიან სახიფათო ბრენდონს ვიხილავთ.
ტაცურო ტაირა
როდესაც ტაირას ბრძოლებს ვუყურებ, მეუფლება განცდა, რომ იგი თავხედი მებრძოლია, რომელიც მის მეტოქეებს პატივს არ სცემს, თუმცა ამ სიტყვებს კარგი და პოზიტიური მნიშვნელობით ვამბობ. ტაირა ბავშვია, ჯერ კიდევ 24 წლის, რომელიც მასზე გამოცდილ მებრძოლებთან გამოდის და დგომსა თუ პარტერში დაზვერვის გარეშე ისე შედის გაცვლებში, თითქოს დარბაზში ახალ მოსულთან სპარინგობდეს და 100%-ით დარწმუნებული იყოს საკუთარ თავში. იაპონელი UFC-ში გრეპლინგის ბექგრაუნდით მოვიდა, თუმცა ასაკიდან გამომდინარე ლოგიკურია, რომ დგომშიც ძალიან დაიხვეწა. უკანასკნელ ბრძოლაში, როდესაც დივიზიონის #5 ნომერს, ალექს პერესს, დაუპირისპირდა მან დგომში უმაგრესად იჩხუბა. ალექსი ის მებრძოლია, რომელიც დგომში ბინძურად ბრძოლის ოსტატია, თან ფიზიკურად ძალიან ძლიერია. თუმცა, დგომში ტაირამ ასეთ მეტოქესაც არაფერი არ დაუთმო. ჭიდაობის გაცვლებში ზურგი ძალიან ტექნიკურად აიღო და უნიკალური ქმედებებით გდება შეასრულა, რის შედეგადაც ალექსს მუხლი ამოუგდო და ბრძოლა მოუგო.

ვინ მოიგებს?
ამაზე პასუხის გაცემა არც ისე მარტივია, როგორც ბუკმეიკერები ვარაუდობენ. იაპონელი ამ ბრძოლას საკმაოდ დიდ ფავორიტად ხსნის, რაც ჩემთვის ცოტა არ იყოს გასაკვირია. სტრაიკინგში იაპონელი დაიხვეწა, მაგრამ როივალი ძალიან მშვიდი გახდა - და მშვიდი როივალი ძალიან სახიფათოა. პარტერში, ვფიქრობ, რომ იაპონელს აქვს უნარები, რათა გააკონტროლოს როივალი, თუმცა ამერიკელს ისეთი კიდურები და არსენალი აქვს მიწაზე, რომ მისი გაკონტროლება და დაფინიშება მარტივი საქმე არ იქნება. ფიზიკაში, ცხადია, უპირატესობა ტაირას ექნება - მეტიც, ტაირა ამ წონისთვის ძლიერი ჩანს. როივალი კი, ვფიქრობ, ფიზიკურად საკმაოდ სუსტია, რის გამოც ხშირად ტრავმებიც მიუღია. თუმცა, გამოცდილების მხრივ როივალი ბევრად გამოცდილია და ბევრად დიდ მებრძოლებთან გაუზიარებია ოქტაგონი. ამერიკელმა UFC-ში მხოლოდ 9 ბრძოლა ჩაატარა, თუმცა, 4 ბრძოლა მორენოსა და პანტოჟასთან წინააღმდეგ იყო - ერთი მოგება კი კაი-კარა ფრანსის წინააღმდეგ მოიპოვა. UFC-მდეც, LFA-ში არაერთ UFC-ის მებრძოლს დაუპირისპირდა, მათ შორის ქართველებისთვის კარგად ნაცნობ ქეისი კეინსა და ჩარლზ ჯონსონს. ვფიქრობ, როივალის ახალმა ვერსიამ უნდა შეძლოს და ამ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვოს. აღსანიშნავია, რომ ეს ბრძოლა პირდაპირი საგზურია საჩემპიონო ბრძოლის მიმართულებით და მოგებული აუცილებლად ქამარზე იჩხუბებს.

Fight Night-ის გამორჩეული ბრძოლები
გრანტ დოუსონი VS. რაფა გარსია
რაფა გარსია ნამდვილი შეშლილი მექსიკელია, რომელიც არასდროს არ ჩერდება. ვისაც მისი ბრძოლა ჩინელ მებრძოლ ჰაისაერთან ახსოვს ამ ყველაფერში დამეთანხმება. მისი რეკორდი UFC-ში 4-3-ზეა. მიუხედავად ამისა, იგი უპირისპირდება, ჩემი აზრით, ამ წონის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მებრძოლ გრანტ დოუსონს. მას UFC-ში 9-1-ზე აქვს რეკორდი. ჭიდაობაში დამირ ისმაგულოვი უშანსოდ დაამარცხა. მარკ მადსენი - ოლიმპიური მოჭიდავე კი საერთოდ მახრჩობელაზე დაიჭირა. მან ძალიან მოულოდნელი მარცხი იწვნია ბობი გრინის წინააღმდეგ, სულ რაღაც 33 წამში, სადაც ბობმა იგი დაანოკაუტა. არ მინდა უპატივცემულობა გამომივიდეს ბობის მიმართ (ბობ, თუ კითხულობ, სორი) მაგრამ, დოუსონი ბობს 10-დან 9 ბრძოლაში დაამარცხებდა და ეს ის 1 იღბლიანი შემთხვევა იყო. საბოლოოდ, რაც გადამწყვეტი ფაქტორია, დოუსონმა მოახერხა ქამბექი და ფსიქოლოგიურად გადალახა ეს მძიმე მარცხი. მან პორიე-მახაჩევის ქარდზე ჯო სოლეცკი დაამარცხა და სოლეცკი დასაბრუნებელ ბრძოლაში იოლი მეტოქე ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, ამ ბრძოლაშიც დოუსონი მოიგებს, უბრალოდ გარსია ზედმეტად შეშლილია იმისთვის, რომ დააფინიშო, სწორედ ამიტომ აქვს ყველა მარცხი ქულებით. ვფიქრობ, დოუსონი ბევრს არც გარისკავს და კონტროლის ხარჯზე გარსიას დაამარცხებს.

ჯოშ ფრემდი vs აბდულ რაზაკ ალჰასანი
აბდულ ალჰასანს ხელების ნაცვლად ბომბები აქვს და უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილებაც დააგროვა. მან 12 ბრძოლა ჩაატარა UFC-ში და 6-ში გამარჯვება მოიპოვა. ის არაა საჩემპიონო მებრძოლი, რადგან პარტერში ძალიან უჭირს, თუმცა არც ჯოშ ფრემდია რაიმეთი გამორჩეული. ამერიკელს UFC-ში გამართლი 6 ბრძოლიდან 4 მარცხი აქვს. კი, ჯოში საკმაოდ კარგი გრეპლერია და მიწაზე შანსები აქვს ალჰასანთან, მაგრამ მოახერხებს კი მიწაზე მეტოქის გადაყვანას? მე ნაკლებად სავარაუდო მგონია, ვფიქრობ, რომ ალჰასანი მომდევნო ბრუტალურ ნოკაუტს შემოგვთავაზებს ამ ივენთზეც.

სი ჯეი ვერგარა Vs რამაზან ტემიროვი
ტემიროვი ნამდვილი მოვლენა იქნება UFC-ში. იგი Tapology-ის რეიტინგში თავისი წონის #1 მებრძოლია ცენტრალურ აზიაში. უზბეკი მებრძოლი ფავორიტად ხსნის ამ ბრძოლას მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციაში დებიუტი აქვს. არ მგონია მას გამოცდილება დააკლდეს, რადგან იგი Rizin-ში უკვე იბრძოდა და ვფიქრობ, რომ ვერგარას უპრობლემოდ გაივლის.
ტემიროვი ნამდვილი მოვლენა იქნება UFC-ში. იგი Tapology-ის რეიტინგში თავისი წონის #1 მებრძოლია ცენტრალურ აზიაში. უზბეკი მებრძოლი ფავორიტად ხსნის ამ ბრძოლას მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციაში დებიუტი აქვს. არ მგონია მას გამოცდილება დააკლდეს, რადგან იგი Rizin-ში უკვე იბრძოდა და ვფიქრობ, რომ ვერგარას უპრობლემოდ გაივლის.
ჯონათან პირსი Vs პეტ საბატინი
პირსი 5-მოგებიანი სერიიდან 2-წაგებიან სერიაზე გადავიდა. საბატინი კი, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი დაუფასებელი მებრძოლია. იგი თვალში ჯამალ ემერსის წინააღმდეგ მომხვდა, როდესაც მან გიგა ჭიკაძის ყოფილი მეტოქე უპრობლემოდ დაამარცხა. საბატინი სამბოს გამორჩეული ოსტატია, რომელმაც ბრძოლები დეიმონ ჯექსონისა და დიეგო ლოპესის წინააღმდეგ დათმო. ორივე უმაღლესი დონის სპორტსმენია და ეს მარცხი პეტს არაფერს ართმევს. ვფიქრობ, საბატინმა ბუქმეიკერებს საპირისპირო უნდა დაუმტკიცოს და ამ ბრძოლაში მოგება მოიპოვოს.
ავტორი: საბა სოზაშვილი















