"მიუხედავად იმისა, რომ გურამის კუთხეში იყვნენ ილია, ალექსანდრე და ხამზატი, მან ძალიან არადამაჯერებლად იბრძოლა. კაუემ მას უბრალოდ შანსი არ დაუტოვა. იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ქუთათელაძე ფერნანდესს პირველივე რაუნდში ვეღარ გაუძლებდა. ამის მიუხედავად, ჩხუბის ბოლომდე ჩამთავრება ქართველმა მებრძოლმა მაინც შეძლო.
"ვიკინგი" UFC-ის დატოვების ზღვარზეა, რადგან ფაქტია, რომ ის თავისი პოტენციალის ჩვენებას ვერ ახერხებს. მის ანგარიშზე არის ორი გამარჯვება და სამი წაგება. შესაძლოა, 33 წლის მებრძოლს შანსი აღარ მიეცეს", - წერს გამოცემა.

















