UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა - მერაბ დვალიშვილმა, დანიელ კორმიესთან ჩატარებულ ინტერვიუში თავისი ძველი მეტოქე - უმარ ნურმაგომედოვი გააკრიტიკა. როგორც ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა,ნურმაგომედოვის დამოკიდებულება ზედმეტად შეურაცხმყოფელი გახდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ მას Top კონტენდერთან — კორი სენდჰეგენთან ბრძოლის შესაძლებლობა მისცა.
"რაც UFC-იმ მას კორი სენდჰეგენი მისცა, უპატივცემულობის გამომჟღავნება და სისულელეების ლაპარაკი დაიწყო. მან მითხრა, რომ მე, დომინიკი და ჰენრი სეხუდო უკვე მოხუცები ვიყავით, მაგრამ ჩემთან ბრძოლა უნდოდა. მე ვუპასუხე, რომ ჩემთვის მთავარი ქამარია და არა ვიღაც რეიტინგში ქვემოთ მყოფ ტიპთან შეხვედრა. ის უბრალოდ თავხედია. "
ამჟამად "მანქანა" ზემოხსენებულ სენდჰეგენთან დაპირისპირებაზეა კონცენტრირებული, რომელიც ლას ვეგასში, 5 ოქტომბერს გაიმართება.















