უკანასკნელად, ლივერპულელმა მებრძოლმა - პედი პიმბლეტმა, "JNMedia"-სთან საუბარში, ორგანიზაციის მიმართ საკუთარი უკმაყოფილება გამოხატა. ინგლისელი სპორტსმენის მსგავსი დამოკიდებულება იმ ფაქტიდანაა გამოწვეული, რომ UFC მის ოფიციალურ მეტოქეს ჯერ კიდევ არ ასახელებს.
UFC 314-ზე მაიკლ ჩენდლერის დამარცხების შედეგად, პიმბლეტი ტოპ 5-ში აღმოჩნდა, რაც მისი აზრით, კანდიდატურას საჩემპიონო ბრძოლასთან დაკავშირებით, დამსახურებულად განაპირობებს.
"მართალია, ილია მე არ მომწონს და არც მისი ზემოთა დივიზიონში გაჩემპიონება მსურს, თუმცა გამეხარდა, რომ მან ჩარლზის დაამარცხება შეძლო. ოლივეირას ქამრის მოგების შემთხვევაში, აუცილებლად სხვასთან ბრძოლა მომიწევდა, აქ კი ის უკვე ჩემპიონია და მასთან გარკვეული ისტორიაც მაკავშირებს. ამრიგად, ყველაფერი მზადაა. მართლა ვერ ვხვდები, რატომ არ არის ეს ბრძოლა უკვე გამოცხადებული და კონტრაქტით გაფორმებული. დიდი ალბათობით, უახლოეს კვირებში გაირკვევა ყველაფერი."















