ქართველმა და იტალიელმა მებრძოლებმა ოქტაგონი 2023-ში გაიზიარეს და ძალიან დაძაბული ბრძოლა გამართეს. მარვინს აშკარად ეშინოდა რომანის სანოკაუტე დარტყმისა და მაღალი კლასის გრეპლინგის, სწორედ ამიტომ, ტაილანდში გავლილი კემპისა და მუაი ტაიში „დაოსტატების“ შემდგომ ვეტორიმ გადაწყვიტა, რომ პრაგმატულ და მარტივ გეგმას გაჰყოლოდა, ქულები ლოუ ქიქებით აეკრიფა ბრძოლა ამ სტრატეგიით მოეგო. რომანის კი, აშკარად, ფინიშზე იყო კონცენტრირებული. დოლიძე მეტოქეს მთელი ბრძოლის განმავლობაში წნეხში აქცევდა და ცდილობდა, რომ მძიმე მარჯვენათი გამოეჭირა იგი, ერთ მომენტში თითქოს მიაფინიშა კიდევაც, მაგრამ, სამწუხაროდ, ვეტორი გადარჩა.

ამ ბრძოლის შემდგომ, რომანმა კიდევ ერთხელ - ნასურდინ იმავოვთან 5-რაუნდიან ბრძოლაში დამარცხდა, ხოლო ვეტორის ჯარედ კანონიერმა მოუგო. რომანისგან განსხვავებით, იტალიელი აქ გაჩერდა. 2023-ის შემდეგ მას ბრძოლა აღარ ჩაუტარებია და 2 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი გრეპლინგის მატჩი მოიგო - უზარმაზარი პაუზაა. ამ პერიოდში რომანი ძალიან აქტიურობდა - სამი ბრძოლა ჩაატარა და ორი მოიგო, დოლიძე ახლაც 2-მოგებიან სერიაზეა.
ჯერ ენტონი სმიტი დაამარცხა უშანსოდ ქვემძიმე წონაში, შემდგომ კი პირველივე რაუნდში კევინ ჰოლანდს გადაუარა.
ჯერ ენტონი სმიტი დაამარცხა უშანსოდ ქვემძიმე წონაში, შემდგომ კი პირველივე რაუნდში კევინ ჰოლანდს გადაუარა.
რომანთან ერთად რამდენჯერმე პირადადაც მივარჯიშია, ბათუმში მის მიერ ჩატარებულ გრეპლინგის გაკვეთილებსაც ვესწრებოდი, იქ რომანმა ძალიან ბევრი საინტერესო რამ გვაჩვენა. მაშინ მივხვდი, რომ რომანი პარტერში იმაზე ბევრად ძლიერია, ვიდრე სხვებს ჰგონიათ. პარტერში დოლიძე ყველაფერს მეთოდურად და გეგმიურად აკეთებს. და ეს ყველაფერი არ არის. რომანმა თვითონ აღნიშნა, რომ იმავოვსაც გადაუვლიდა იმ შემთხვევაში, თუ მასთან იჭიდავებდა - რომანმა თქვა, რომ ამის შემდგომ ჭიდაობას უფრო ხშირად გამოიყენებს.

იმის გამო, რომ რომანს სანოკაუტე დარტყმა აქვს და ბევრი ბრუტალური ნოკაუტი შეუსრულებია, ხალხს ჰგონია, რომ იგი სტრაიკერია, არადა რეალურად დოლიძე უმაღლესი დონის გრეპლერია და ეს მან ძალიან ბევრჯერ დაგვიმტკიცა. ფილ ჰოუსის დანოკაუტებამდე მას ფეხი მოტეხა და უბრალოდ იმის გამო, რომ შეეცოდა ფილს ხელი გაუშვა. ამ ბრძოლაში იმის გათვალისწინებით, რომ რომანს სხვა მიდგომა აქვს და მეტად აქცენტირებულია შედეგსა და გრეპლინგზე, ვფიქრობ ვეტორის უშანსოდ დაამარცხებს. რომანს ასევე ახასიათებს „მეორე კარდიოს გახსნა", რაც 5-რაუნდიან ბრძოლაში უპირატესობას იძლევა. ვფიქრობ, დგომსა თუ პარტერში რომანის შანსები ძალიან დიდია, თან ამას დამატებული ის ფაქტი, რომ დიდი ხანია, რაც მარვინი გალიაში აღარ გვინახავს.

ამ ფაქტების გათვალისწინებით არ გამოვრიცხავ, რომ მეორე-მესამე რაუნდში რომანმა ფინიშით გაიმარჯვოს ან თუნდაც ქულებით მშვიდად გაინაღდოს ზედიზედ მესამე მოგება.















