RAF-ის რიგით მეექვსე ივენთს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. ყურადღების ცენტრში მოექცა არმან ცარუკიანი, ვისი ბრძოლაც ჯორჯიო პულასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სომეხმა მოჭიდავემ ბრძოლის მსვლელობისას მოწინააღმდეგის პროვოცირება არაერთხელ სცადა.
"ახალქალაქელმა" გაიმარჯვა ანგარიშით 5:3, თუმცა ბრძოლის დასრულებისთანავე მან ამერიკელ მეტოქეს სახეში დაარტყა მუშტი, ეს ყველაფერი კი დიდ ჩხუბში გადაიზარდა. დარბაზში იმყოფებოდნენ მერაბ დვალიშვილი, შონ ო'მალი და UFC-ის სხვა გამორჩეული ვარსკვლავებიც.
ცნობისთვის, იმავე ივენთზე გივი მაჭარაშვილმა დაამარცხა სტეფენ ბუჩანანი, მთავარ ბრძოლაში კი ჰენრი სეხუდომ იურაია ფეიბერი. რაც შეეხება ცარუკიანს, არაა გამორიცხული, რომ ის დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.

![[VIDEO] არმან ცარუკიანის არასპორტული საქციელი - ჩხუბი და არეულობა ჭიდაობის შემდეგ](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FhBozI0BkNkICqEvOUfdfpWAsF5Z6edBd.webp&w=3840&q=75)













