ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი პარის სენ-ჟერმენის ტრიუმფით დასრულდა. ფრანგულ გუნდს საზეიმო ცერემონიალში შეუერთდა UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელიც პსჟ-ს ქომაგობდა. ერთ-ერთ მომენტში მან ლუის ენრიკეს შესთავაზა Hala Madrid-ის თქმა, მაგრამ უარი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ თავად ყოფილი დაღესტნელი მებრძოლის თქმით, ის სწორედ მადრიდის რეალს გულშემატკივრობს. მართალია, ესპანელი სპეციალისტი საფეხბურთო კარიერის დროს თამაშობდა "სამეფო კლუბში", მაგრამ საუკეთესო წლები მან გაატარა ბარსელონაში, რომლის რიგებშიც 100-ზე მეტი ბურთი შეაგდო.
სამწვრთნელო კარიერის დაწყების შემდეგ კი პარიზელთა ამჟამინდელი დამრიგებელი დაბრუნდა კატალონიაში და თავის საყვარელ გუნდთან ერთად ტრებლს დაეუფლა. გავიდა დრო და 55 წლის სპეციალისტმა იგივე მიღწევა უკვე პარკ დე პრენსის ბინადრებთან ერთად გაიმეორა.

![[VIDEO] Hala Madrid? არა! - ენრიკესა და ხაბიბის საინტერესო დიალოგი](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FbmeTgq93pu7oyilxswcs19sazs7a59P1.webp&w=3840&q=75)













