ლევან ჩოხელი Phoenix FC-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონი გახდა! სატიტულო ბრძოლაში მან დაამარცხა ალეშანდრე გონსალვეში, ნოკაუტით. შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩემპიონი 2021 - 2024 წლებში ჩხუბობდა Bellator-ში, სადაც მივიდა სატიტულო ბრძოლამდეც, მაგრამ ლორენც ლარკინთან წააგო.
საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ 28 წლის მებრძოლის შემდეგი გაჩერება UFC იყოს. რაც შეეხება მის სტატისტიკას - 16 ბრძოლა, 13 გამარჯვება და 3 წაგება. ჩოხელმა თავისი ჩხუბების უმრავლესობა, უფრო კონკრეტულად კი 10 ბრძოლა სწორედ ნოკაუტით მოიგო.

![[VIDEO] ლევან ჩოხელის ულამაზესი ნოკაუტი სატიტულო ბრძოლაში](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FiGJCuulhzpWqOeHYhx3vJ2ArUMRtsltV.webp&w=3840&q=75)













