UFC 323-ის მთავარ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა პიოტრ იანთან, რითაც მან სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონობა დაკარგა. ჩხუბის დასრულების შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა კომენტარი გააკეთა:
"ეს ყველაფერი სპორტის განუყოფელი ნაწილია. იანი დღეს ჩემზე უკეთესი იყო. ვულოცავ მას, თუმცა მე პირდაპირი რემატჩი მსურს."
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ყოფილმა ჩემპიონმა რუსი მოწინააღმდეგე დაამარცხა 2023 წლის მარტში, ასევე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. როგორც ვხედავთ, ორი წლის შემდეგ, პიოტრმა რევანშის აღება შეძლო.















