"ვოლკანოვსკი ქვემსუბუქი დივიზიონის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. თავი მაღლა აწიე და უფრო ძლიერი დაბრუნდი. ილია თოფურიას ვულოცავ ჩემპიონობას, ყოჩაღ ბიჭო!" - დაწერა სოციალურ ქსელში მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა.
ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც UFC-ში ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.















