დადასტურებულად — რეალ მადრიდის უფროსობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ენდრიკი მომდევნო სეზონში გუნდში 100% დაბრუნდება და სამეფო კლუბს აღარ დატოვებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ახალი მთავარი მწვრთნელი, ფლორენტინო პერესმა საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო, 19 წლის ბრაზილიელი მადრიდში ბრუნდება!
შეგახსენებთ, ენდრიკი ამ მომენტისთვის იჯარის წესით ლიონში თამაშობს, სადაც საკმაოდ კარგ ფორმაში შევიდა. ბრაზილიელის ანგარიშზე 18 ჩატარებული მატჩია, რა დროშიც ახალგაზრდა ფორვარდმა 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
რაც შეეხება რეალ მადრიდის ახალ მთავარ მწვრთნელს, ალვარო არბელოას წასვლა თითქმის გადაწყვეტილია, ფლორენტინო პერესის #1 სამიზნე კი ჟოზე მოურინიოა. სიაში სხვა კანდიდატურებიც არიან, შესაბამისად, უახლოეს კვირებში უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.












