დადასტურებულად — ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლივერპული ორი ახალი ვინგერის დამატებას შეეცდება! ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული წყაროები ადასტურებენ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მოჰამედ სალაჰი და ფედერიკო კიეზა ლივერპულს დატოვებენ, სწორედ ამიტომ ენფილდის ბინადრებს ფლანგზე ახალი მოთამაშეები სჭირდებათ.
მერსისაიდული კლუბის მთავარი სამიზნეები ცნობილია: ბრედლი ბარკოლა (პარი სენ-ჟერმენი) და იან დიომანდე (ლაიფციგი). ორივე მოთამაშის მიმართ ინტერესი რეალური და დადასტურებულია. ლივერპულში ფიქრობენ, რომ ბარკოლა & დიომანდეს დამატებით გუნდის შეტევითი პოტენციალი საგრძნობლად მოიმატებს.
ბრედლი ბარკოლას სატრანსფერო ფასი დაახლოებით €75/80 მილიონია, ხოლო ლაიფციგი იან დიომანდეს €90/100 მილიონად აფასებს.
როგორც ირკვევა, ლივერპულის სიაში სხვა ვინგერებიც არიან, თუმცა ამ მომენტისთვის მათ თაობაზე ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ლივერპულის პოტენციურ ტრანსფერებზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.












