საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და იბერიას 17 წლის ნახევარმცველი ანდრია ბართიშვილი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია.
დრიბლინი, დარტყმა და ეფექტური თამაში მისი გამორჩეული თვისებებია, რითიც მან, ასაკის მიუხედავად, თავი უკვე არაერთხელ დაგვამახსოვრა.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ანდრია ბართიშვილის შეძენით იტალიის სერია A-ს გრანდი ტურინის იუვენტუსი ინტერესდება. კლუბისგან ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია და აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენივე ინფორმაციით, ბართიშვილის შეძენით პრემიერ ლიგის გუნდიც ინტერესდება, რის გამოც მისი აგენტი მამუკა ჯუღელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
ბართიშვილი ფოთის კოლხეთის საკუთრებაა და იბერიაში თამაშობს, სადაც ამ სეზონში 5 შეხვედრა ჩაატარა. მარტის თვეში, ბართიშვილი 21-წლამდე ნაკრებში პირველად გამოიძახეს.












