დადასტურებულად— ემილიანო მარტინესი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ასტონ ვილას დატოვებს! 32 წლის არგენტინელი მეკარე ახალ გამოწვევას ეძებს და თუ ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, მისი ბირმინგემული ისტორია ამ ზაფხულს დასრულდება.
ემილიანო მარტინესი ასტონ ვილას ღირსებას 2020 წლიდან მოყოლებული იცავს. არგენტინელმა ამ დროში 211 მატჩის ჩატარება მოასწრო, კარის მშრალად შენახვა კი 69-ჯერ მოახერხა.
არგენტინელი მეკარის მიმართ ინტერესს საუდის კლუბები იჩენენ, თუმცა ემილიანო მარტინესი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ ჩქარობს. როგორც მასთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, ფეხბურთელი ევროპაში დარჩენასაც სერიოზულად განიხილავს.
რაც შეეხება ემილიანო მარტინესის პოტენციურ შემცვლელს, ასტონ ვილაში ჟოან გარსიას კანდიდატურა ძალიან მოსწონთ. ესპანიოლის 24 წლის მეკარე ახალ სეზონს აუცილებლად ახალ გუნდში დაიწყებს, შესაბამისად, ბირმინგემში მის ვარიანტს სერიოზულად განიხილავენ.
ესპანელ მეკარეს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა €25 მილიონი უწერია. დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ გარსიათი სხვა ევროპული კლუბებიც ინტერესდებიან, მათ შორის არსენალიც და მის პოტეცნიურ ტრანსფერთან დაკავშირებით უახლოეს კვირებში უფრო მეტ სიახლეს ველოდებით.













