პარი სენ-ჟერმენში არსებული შემადგენლობის შენარჩუნებაზე ფიქრს აგრძელებენ. როგორც გავლენიანი გამოცემები წერენ, ფრანგულ გრანდში ახალ კონტრაქტებზე მუშაობენ და შემდეგი ფეხბურთელები, რომლებიც არსებულ ხელშეკრულებებს გაახანგრძლივებენ დიდი ალბათობით ვილიან პაჩო და უსმან დემბელე იქნებიან. ლუის კამპუში ფეხბურთელებს ახალ კონტრაქტებს მალე შესთავაზებს და კლუბში იმედოვნებენ, რომ როგორც ეკვადორელი მცველი, ისე ფრანგი შემტევიც პარი სენ-ჟერმენში კიდევ დიდხანს დარჩება.
ვილიან პაჩოსთან სიტუაცია ბევრად მარტივადაა და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ 23 წლის ცენტრალური მცველი ახალ კონტრაქტს ძალიან მალე გააფორმებს. მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს აგვარებენ, რის შემდეგაც ეკვადორელი ფეხბურთელი არსებულ ხელშეკრულებას 2023 ან 2031 წლამდე გაახანგრძლივებს.
რაც შეეხება უსმან დემბელეს, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს ჯერ არ არიან, მაგრამ როგორც კლუბთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან, მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და დიდი ალბათობით შეთანხმებაც მალე შედგება. შეგახსენებთ, ოქროს ბურთის მფლობელ ფრანგ ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.













