კრიშტიანუ რონალდუ და ალ ნასრი ახალ კონტრაქტზე მუშაობენ. ესპანური წყაროების თქმით, საუდის კლუბი პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ახალ ხელშეკრულებას როგორც მინიმუმ 2026 წლამდე, ხოლო ხელფასის სახით წელიწადში €183 მილიონს სთავაზობს. კრიშტიანუ რონალდუს საუდის დატოვება არ სურს და დიდი შანსია, რომ მხარეები ახალ კონტრაქტზე მალე შეთანხმდებიან. როგორც ცნობილი ხდება, პორტუგალიელი ალ ნასრის 5%-იანი წილის შეძენასაც განიხილავს, რაც ახალი გარიგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია.
ალ ნასრიში სულ ახლახანს სტრუქტურული ცვლილებები გატარდა, რა დროსაც გუნდში მოვიდა ახალი აღმასრულებელი დირექტორი, პრეზიდენტი და მწვრთნელი, რაც მიუთითებს კლუბის ამბიციებზე — ალ ნასრიში სჯერათ, რომ რონალდუს კლუბის საქმიანობაში ჩართულობა, მომდევნო წლებში მათ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს.
კრიშტიანუ რონალდუ ალ ნასრისში 2023 წელს გადაბარგდა. პორტუგალიელმა ამ დროში 84 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 75 გოლი და 18 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.