"კვარაცხელია? - მას ჯერ კიდევ სამი წელი აქვს დარჩენილი კონტრაქტის დასრულებამდე. ზაფხულში რამდენიმე კლუბი მის დამატებას ცდილობდა, მაგრამ ორივე მხარის სურვილი იყო, რომ თანამშრომლობა გაგვეგრძელებინა, შესაბამისად, ხვიჩა ნაპოლიში დარჩა.
ახალი კონტრაქტი? ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელის გარემოცვასთან ვმუშაობთ, გვსურს ხელშეკრულება განვაახლოთ. მშვიდად ვართ, საჩქარო ნამდვილად არაფერია."
ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ქართველი ფეხბურთელის წლიური ხელფასი €1.2 მილიონია.













