ნეიმარი ალ ჰილალში 2023 წლის ზაფხულში, €90 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა. ბრაზილიელმა ამ ტრანსფერიდან მალევე უმძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც თითქმის ერთი წლის გამოტოვება მოუწია. ამ დროში ფეხბურთელმა მხოლოდ 7 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
ბრაზილიელი მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანზე სულ რაღაც ორი კვირის წინ დაბრუნდა, თუმცა შემდეგ იყო ახალი დაზიანება — ნეიმარმა ფეხის უკანა კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც გარკვეულ პერიოდს იუქმებს. სწორედ ამ დაზიანების შემდეგ დაიწყეს პრესაში საუბრები ფეხბურთელის ალ ჰილალიდან ნაადრევად წასვლასთან დაკავირებით.














