ნაპოლის ბანაკიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ირკვევა, მიმდინარე სეზონი როგორც არ უნდა დასრულდეს, "პარტენოპეი" ზაფხულში რომელუ ლუკაკუს სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს! დიახ, კლუბში ფიქრობენ, რომ ბელგიელ ფეხბურთელს სერიოზული რეგრესი აქვს, რასაც ხშირი ტრავმიანობაც ემატება, სწორედ ამიტომ საკმაოდ დიდი შანსია 32 წლის ფორვარდმა ახალი სეზონი, ახალ გუნდში დაიწყოს.
ამ მომენტისთვის უცნობია რა სურს თავად ბელგიელ ფეხბურთელს — ნაპოლის დატოვება თუ კონტრაქტის ამოწურვამდე "პარტენოპეიში" დარჩენა. ზემოხსენებული წყაროების ინფორამციით, ბევრი რამ მუნდიალზეც იქნება დამოკიდებული, სადაც რომელუ ლუკაკუ მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.
რამდენიმე თვის წინ როგორც გაცნობეთ, ნაპოლი რასმუს ჰოილუნს მანჩესტერ იუნაიტედიდან 100% გამოისყიდის, თუმცა კლუბი ზაფხულში სხვა ფორვარდის დამატებასაც გეგმავს, სწორედ ამიტომ განიხილება რომელუ ლუკაკუს პოტენციური გაყიდვაც.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, რომელუ ლუკაკუს თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













