რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები დასრულდა — ანტუან გრიზმანი ატლეტიკო მადრიდში რჩება! მეტიც, ფრანგმა ფეხბურთელმა და მადრიდულმა კლუბმა ახალ კონტრაქტზეც მიაღწიეს შეთანხმებას, რის მიხედვითაც, 34 წლის ფეხბურთელი არსებულ ხელშეკრულებას 2027 წლამდე გაახანგრძლივებს.
ანტუან გრიზმანი, რომ ატლეტიკოს დატოვებას სერიოზულად განიხილავდა, ამის შესახებ ყველა გავლენიანი გამოცემა წერდა. ფეხბურთელის დამატებას MLS-ის კლუბები ცდილობდნენ, მეტიც, ლოს ანჯელესი ტრანსფერზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა ატლეტიკოს ლეგენდამ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.
ასაკის მიუხედავად, გრიზმანი ჩოლო სიმეონესთვის შეუცვლელ ფეხბურთელად რჩება. კლუბში ფიქრობენ, რომ ფრანგის გამოცდილება გუნდს მომდევნო სეზონებში წარმატების მიღწევაში დაეხმარება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მხარეები ახალ კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გააფორმებენ.
ანტუან გრიზმანს ატლეტიკო მადრიდის მაისურით ჯამში 435 მატჩი აქვს ჩატარებული, რა დროშიც 197 გოლი გაიტანა და 91 საგოლე გადაცემაც შეასრულა.













