როგორც ირკვევა, უნაი ემერის ძალიან მოსწონს ჟოაო ფელიქსის ვარიანტი, მხარეებს შორის კი პირველი კონტაქტი უკვე შედგა — 24 წლის პორტუგალიელმა ბარსელონა დატოვა, თუმცა მისი ატლეტიკო მადრიდში დარჩენა არ განიხილება. ამჯერად, ესპანური გრანდი ფეხბურთელის გაყიდვას შეეცდება, თანაც საკმაოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ. როგორც ესპანური გამოცემები წერენ, ატლეტიკო ფელიქსს, მინიმუმ, €50 მილიონად აფასებს. ამ მომენტისთვის უცნობია, ასტონ ვილა ამ თანხის გადახდას შეძლებს თუ არა, თუმცა ინტერესი რეალურია და მხარეები უახლოეს პერიოდში, ტრანსფერის განხორციელებას შეეცდებიან.
ჟოაოს ბარსელონაში დაბრუნების ვარიანტი კვლავ განიხილება, თუმცა დღევანდელი მოცემულობით, კატალონიური კლუბი ფეხბურთელის დამატებას მხოლოდ იჯარით განიხილავს, რაც ატლეტიკოს გეგმებში, რა თქმა უნდა, არ შედის. ჰანსი ფლიკის გუნდი ახლა თავიდან ბოლომდე ნიკო უილიამსის ტრანსფერზეა კონცენტრირებული.














