განიხილება რამდენიმე ვარიანტი და მათ შორის არის კლემან ლანგლეც. ბარსელონას ფრანგი მცველის გაშვება სურს და ატლეტიკოში მის ვარიანტს სერიოზულად განიხილავენ, მეტიც, მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს და თუ გუნდები ტრანსფერის დეტალებზე შეთანხმდებიან, ფეხბურთელი მადრიდში სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაემგზავრება. ბოლო ინფორმაციით, განიხილება ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარით დამატება.
კლემან ლანგლემ 2023/24 სეზონი იჯარის წესით ასტონ ვილაში გაატარა და სეზონის დასრულებისთანავე, ფეხბურთელი ბარსელონაში დაბრუნდა. კატალონიურ პრესაში იწერებოდა, რომ ჰანსი ფლიკს ფრანგი ფეხბურთელი მოსწონდა და მისი გუნდში დარჩენა შესაძლებელი იყო, თუმცა როგორც ახლა ირკვევა, უფროსობა 29 წლის ფეხბურთელის გაშვებას მაინც გეგმავს და ამის მთავარი მიზეზი მისი ხელფასია.
უახლოეს დღეებში ატლეტიკო მადრიდსა და ლანგლეს თაობაზე უფრო მეტ სიახლეს ველოდებით.













