ლივერპულის 28 წლის კოლუმბიელი ვინგერი ლუის დიასი კატალონიური გუნდის მთავარი სამიზნეა! ამ ინფორმაციას კლუბთან დაახლოებული წყაროები ადასტურებენ. ესპანურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, როგორც ჰანსი ფლიკს, ისე დეკუსაც ძალიან მოსწონს 28 წლის ვინგერი და ზაფხულში ფეხბურთელის დამატება მათთვის პრიორიტეტული იქნება. ბარსელონა, რომ ლუის დიასით ინტერესდება, ეს ახალი ამბავი არაა — კატალონიელების ინტერესზე წინა სეზონშიც ბევრი იწერებოდა.
ლუის დიასს ლივერპულთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი დაახლოებით €70 მილიონია. მხარეები ამ მომენტისთვის ახალ ხელშეკრულებაზე არ მუშაობენ.
ბარსელონა სხვა ვარიანტებსაც განიხილავს, კერძოდ ნიკო უილიამსსა და რაფა ლეაოს, თუმცა ამ მომენტისთვის #1 სამიზნე ლუის დიასია. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ბარსელონას პოტენციურ ტრანსფერებთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.