ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ლიონელ მესის შესახებ Catalunya Radio-სთან ისაუბრა:
"მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ლიონელ მესის წასვლასთან დაკავშირებით, არაფერს ვნანობ, რადგან ბარსელონაზე მაღლა არავინ დგას.
რა თქმა უნდა მესის ასე წასვლა არავის უნდოდა, მაგრამ იმ მომენტში სხვა მოცემულობა არ არსებობდა. ფინანსური პრობლემების გამო, სხვა გზა ნამდვილად არ იყო.
არგენტინელის ბარსელონაში დაბრუნება? მესის, ჩვენი ფეხბურთელებისა და კლუბის ბორდის წევრების პატივისცემით გეტყვით, რომ არარეალური სცენარებით სპეკულირების დრო ნამდვილად არ არის."













