პსჟ-მ ნაპოლის კვარას თაობაზე რამდენიმე სარფიანი შეთავაზება გაუკეთა. სატრანსფერო თანხა 100 მილიოზე მეტი იყო, ანაზღაურება კი დაახლოებით 10 მილიონი. პარიზელები მას მბაპეს მთავარ შემცვლელად მოიაზრებდნენ.
მიუხედავად პსჟ-ს ბევრი მცდელობისა და იმის მიუხედავადაც, რომ კვარაცხელიას მხარე მზად იყო პსჟ-ში გადასასვლელად, ნაპოლის თავისი პოზიცია და გეგმები აქვს.
კლუბის ხელმძღვანელობამ და ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პსჟ უარით გაისტუმრა და კვარაცხელია დაიტოვა. ხვიჩას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
შესაბამისად, პსჟ-მ სხვა ფეხბურთელის ძიება დაიწყო. კლუბის პრეზიდენტი ალ-ხელაიფი მომდევნო კვირაში რენის 19 წლის შემტევის, დეზირე დუეს ოჯახს ხვდება.
როგორც ცნობილია, დუეს სანაცვლოდ პსჟ 60 მილიონის გადახდას აპირებს და პარიზელთა სამომავლო პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება. გასულ სეზონში დეზირე დუემ 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ის უკვე ნეაპოლშია, გუნდთან ერთად ვარჯიშს ხვალ დაიწყებს და ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს განაახლებს.














