ჩვენი ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს სხვა ევროპული გუნდებიც იჩენენ. აღსანიშნავია ისიც, რომ სარაევოს მატჩებს სექტემბრის თვეში, ნიუკასლის და რომას საკუტებიც დაესწრნენ.
გიორგი გულიაშვილი სარაევოს ღირსებას 2023 წლის იანვრიდან მოყოლებული იცავს. ქართველმა შემტევმა ამ დროში 25 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. 23 წლის ფეხბურთელმა ახალი სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, რამაც ლოგიკურად სხვადასხვა ევროპული კლუბების ინტერესი გამოიწვია. გულიაშვილს სარაევოსთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად, ბოსნიური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ დიდ თანხას ფიზიკურად ვერ მოითხოვს.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი













