დადასტურებულად — ალ ჰილალი ბრუნო ფერნანდეშის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს! საუდის არაბეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბი პორტუგალიელი ფეხბურთელის დასამატებლად ყველაფერს გააკეთებს. როგორც ირკვევა, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, სადაც ალ ჰილალის წარმომადგენლებმა და ბრუნოს აგენტმა პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრეს.
ალ ჰილალი ბრუნო ფერნანდეშის თაობაზე მანჩესტერ იუნაიტედს ჯერ არ დაკავშირებია, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, მოსალოდნელია რომ საუდის წარმომადგენლები უფრო მეტად გააქტიურდებიან.
ოლდ ტრაფორდის ბინადრებს გუნდის კაპიტნის გაყიდვა არ სურთ — რუბენ ამორიმისთვის 30 წლის ფეხბურთელი ხელშეუხებელია. შეგახსენებთ, ბრუნო ფერნანდეშს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. უახლოეს თვეებში გამოცდილი პორტუგალიელი ნახევარმცველის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













