ასევე ცნობილია რა თანხას მიიღებს კარლსრუე ქართველი ფორვარდის სანაცვლოდ — ბუნდესლიგა 2-ის ბინადრები 30 წლის ფორვარდის სანაცვლოდ დაახლოებით €1.5 მილიონს მიიღებენ და იმის ფონზე, რომ ზიზვივაძე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდებოდა, ეს თანხა კარლსრუესთვის სრულიად მისაღები უნდა იყოს. ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერი ახალ კლუბში უახლოეს საათებში გაოფიციალურდება.
ჰაიდენჰაიმი 15 ტურის შემდეგ, 10 ქულით, მე-16 ადგილზე იმყოფება. გერმანული კლუბი კონფერენს ლიგაზეც ასპარეზობს, სადაც ლიგის ფაზა პლეი-ოფის ზონაში დაასრულა და 14 თებერვალს, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი გოჩოლეიშვილის კოპენჰაგენს დაუპირისპირდება.















