ზივზივაძის შესაძლო წასვლაზე საუბრები სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდეც იყო, როდესაც საქმეში სანქტ პაული გამოჩნდა, თუმცა ამ გუნდში ტრანსფერი არ შედგა და ბუდუ კარლსრუეში დარჩა. შემდეგ იყო ქართველის განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ 90% გუნდში დარჩებოდა და ახალი სეზონისთვის მზად იყო.
KA News ჯერჯერობით არ ასახელებს გუნდს, რომელიც ბუდუს ტრანსფერზე მუშაობს, თუმცა კლუბთან დაახლოებული წყაროები როგორც ამბობენ, ფეხბურთელის გაყიდვაზე საუბრები სერიოზულად მიმდინარეობს.
უახლოეს საათებში ზივზივაძის სხვა კლუბში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, უფრო მეტი სიახლე გახდება ცნობილი, LaGazzetta.ge კი ყველაზე სწრაფად მოგაწვდით გადამოწმებულ ინფორმაციას.













