დადასტურებულად — ჩელსი ჯეიდონ სანჩოს არ გამოისყიდის! ინგლისელი ფებხურთელი უკან, მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდება. გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება. იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელს ჩელსიში დარჩენა სურდა, მხარეები პირად კონტრაქტზე მაინც ვერ შეთანხმდნენ.
ჩელსის ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება ჰქონდა, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ლონდონური კლუბი მანჩესტერ იუნაიტედს დამატებით £5 მილიონს გადაუხდის.
იმის მიუხედავად, რომ სანჩო მანჩესტერ იუნაიტედში ბრუნდება, ინგლისელი ოლდ ტრაფორდზე დარჩენას არ აპირებს. 25 წლის ვინგერის აგენტები ახალ კლუბს უკვე ეძებენ.













