"ჩემი ოცნება ყოველთვის იყო ტოპ 5 ლიგაში თამაში. როდესაც ჰაიდენჰაიმისგან ინტერესი გაჩნდა, გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად გამიჭირდა, რადგან კარლსრუეში დიდ სიყვარულს ვგრძნობდი, გუნდის ლიდერი ვიყავი, მაგრამ ჩემი ოცნება ყოველთვის იყო ბუნდესლიგაში თამაში და როდესაც ეს ვარიანტი გამოჩნდა, არ მსურდა ამ შანსის ხელიდან გაშვება.
ბედნიერი ვარ, რომ ბუნდესლიგაში თამაშის საშუალება მალე მექნება. მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და რაც მთავარია გოლების გატანა მომწონს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს ჩემი გოლებით ან უბრალოდ კარგი თამაშით დავეხმარო."
შეგახსენებთ, ქართველმა ფეხბურთელმა ჰაიდენჰაიმთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. ბუდუ ზივზივაძის დებიუტი ბუნდესლიგაში 11 იანვარს, უნიონ ბერლინის წინააღმდეგ შედგება.













