"ჩვენი სურვილია ხვიჩა ახალი კონტრაქტით დავაჯილდოვოთ, ის ამას იმსახურებს, რადგან ნაპოლისთან ერთად საოცარ მოგზაურობაში იმყოფება, თუმცა მას კლუბთან არსებული ხელშეკრულება კიდევ ორი წლით აკავშირებს, შესაბამისად, საჩქარო არაფერია.
მოლაპარაკებები გრძელდება, ჩვენი მიზანი ხვიჩასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა, თუმცა იქამდე საჭიროა ყველა დეტალზე შეთანხმება. თუ შეთანხმება ახლა ვერ მოხერხდება, სეზონის ბოლოს კიდევ ერთხელ დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან და განვაახლებთ საუბარს.
ახლა მთავარია ფეხბურთელმა მხოლოდ ნაპოლიზე და გუნდის წარმატებაზე იფიქროს."
ახლა მთავარია ფეხბურთელმა მხოლოდ ნაპოლიზე და გუნდის წარმატებაზე იფიქროს."
ნაპოლი და ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლები ახალ კონტრაქტზე მუშაობას აგრძელებენ. "პარტენოპეი" ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის სახით €6 მილიონამდე სთავაზობს, ფეხბურთელის აგენტი კი €8 მილიონს ითხოვს. შეთანხმება ვერ ხერხდება გამოსასყიდ თანხაზეც — ნაპოლის სურვილია კონტრაქტში ჩაიწეროს მინიმუმ €100 მილიონი, როცა ქართველი შემტევის წარმომადგენლები მხოლოდ €80 მილიონზე არიან თანახმა.
ქართველი ფეხბურთელის სიტუაციას ტოპ კლუბები ყურადღებით აკვირდებიან. ხვიჩა კვარაცხელია სეზონის ბოლომდე ახალ კონტრაქტს თუ არ გააფორმებს, პსჟ და ბარსელონა ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებენ. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მოსალოდნელია სხვა გუნდების გააქტიურებაც.













