ფეიქრიშვილი კიევურ გუნდში რამდენიმე კვირა სინჯებზე იმყოფებოდა, საბოლოოდ კი დინამო კიევმა მისი დატოვება გადაწყვიტა.
ცნობილია, რომ ფეიქრიშვილი ახალ გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და თავიდან დინამო კიევის აკადემიაში იქნება.
ცნობისთვის, 18 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში დინამო თბილისის მაისურით 9 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.













