ახალი ფეხბურთელებით გუნდის შევსება გრძელდება, ხოლო რაც შეეხება ძველ კადრებს, ენცო მარესკამ დიდი რევოლუცია დაანონსა და ტრანსფერზე არც მეტი, არც ნაკლები 8 ფეხბურთელი დააყენა:
ჯორჯე პეტროვიჩი;
ტრევო ჩალობა;
არმანდო ბროია;
რომელუ ლუკაკუ;
დავიდ დატრო ფოფანა;
ჩეზარე კასადეი;
კეპა არისაბალაგა;
ტინო ანჯორინი;
ეს ფეხბურთელები ჩელსის აუცილებლად დატოვებენ - ზოგი მათგანი უფასოდ წავა, ზოგის სანაცვლოდ კი კლუბი საკმაოდ სოლიდურ თანხას მიიღებს. ამ სიაში მყოფებმა, კარგად იციან მარესკასა და კლუბის სურვილის შესახებ და ახალ გუნდებს უკვე ეძებენ.
სხვა კლუბში ტრანსფერებამდე, ეს ფეხბურთელები ჩელსის მეორე გუნდთან ერთად ივარჯიშებენ.













