ლივერპულში მომდევნო სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. კლუბმა ჟერემი ფრიმპონგისა და ფლორიან ვირცის ტრანსფერები უკვე დახურა, თუმცა არნე სლოტის გუნდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. ენფილდის ბინადრები არსებული შემადგენლობის გადახალისებასა და სერიოზულ გაძლიერებას გეგმავენ.
როგორც ირკვევა, ბოლო საათებში მერსისაიდელებმა კიდევ ერთი გარიგება დახურეს — მილოშ კერკეზი ბორნმუთიდან კარიერას ლივერპულში გააგრძელებს! მხარეებს შორის დაახლოებით €45 მილიონიანი გარიგება შედგა. უნგრელ ფეხბურთელს ლივერპულში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
მეორე გარიგება რომელიც ლივერპულმა დახურა ჯარელ ქუანსას ტრანსფერია. 22 წლის ინგლისელი ცენტრალური მცველი კარიერას ლევერკუზენში გააგრძელებს. გერმანული კლუბი ახალგაზრდა მცველის სანაცვლოდ დაახლოებით €35 მილიონს გადაიხდის. ქუანსას ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც მისი სამედიცინო შემოწმებაა ჩანიშნული.
ლივერპულს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არნე სლოტის გუნდი ახალ მოთამაშეებს კიდევ დაიმატებს.













