"ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით სიახლე არ მაქვს, ნული პროგრესი, ჩვენ შეთანხმებასთან ახლოსაც კი არ ვართ. ჩვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება მომავალში. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ჩემთვის ბოლო წელია ლივერპულთან ერთად, დიახ, ჩვენ ვსაუბრობთ ბოლო 6 თვეზე.
ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, ეს თუ დასასრულია, რისი დანახვა გინდა მომავალში, როდესაც აქედან წახვალ? უკან როდესაც გავიხედავ, მინდა ახალი კონტრაქტით გამოწვეული სტრესი დავინახო თუ დაუჯერებლად კარგი სეზონი? მე ვირჩევ მეორეს — მინდა, რომ დაუჯერებელი სეზონი მქონდეს, რადგან მომავალში უკან გამოხედვის არ მომერიდოს.
მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება პრიორიტეტულია, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვთქვი, რომ ძალიან მინდა პრემიერ ლიგის მოგება ლივერპულთან ერთად. ვინაიდან ეს ჩემთვის ბოლო წელია ამ კლუბში, მინდა გავაკეთო რაღაც განსაკუთრებული ქალაქისთვის. ჩვენ 30 წელი ველოდით ამ ტიტულს, რომელიც მოვიგეთ, მაგრამ პანდემიის გამო, ისე ვერ აღვნიშნეთ, როგორც საჭირო იყო, სწორედ ამიტომ ახლა კიდევ მსურს ამ ტიტულის მოგება."
ლივერპული და ეგვიპტელი ფეხბურთელ ახალ ხელშეკრულებაზე ერთ წელზე მეტია რაც მუშაობენ, თუმცა როგორც ჩანს მხარეები შეთანხმებასთან ახლოსაც კი არ არიან. მსგავსი სიტუაციაა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდისა და ვირჯილ ვან დაიკის შემთხვევაშიც. სამივე ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტები სეზონის ბოლოს ეწურებათ.
















