შეგახსენებთ, ნაპოლიმ ქართველი ფეხბურთელი პსჟ-ში არც მეტი, არც ნაკლები, €70 მილიონის სანაცვლოდ გაყიდა. როგორც ანტონიო კონტეს, ისე გუნდის გულშემატკივრებს, იმედი ჰქონდათ, რომ კვარაცხელიას ტოპ ფეხბურთელით შეცვლიდნენ. სურვილი ერთი იყო, მაგრამ რეალობა სულ სხვა რამეს უმზადებდა ნაპოლის...

გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შემდეგ, კლუბს 4 ვინგერი დაუკავშირეს: ედონ ჟეგროვა (ლილი), ალეხანდრო გარნაჩო (მანჩესტერ იუნაიტედი), კარიმ ადეიემი (დორტმუნდი) და ალან სენტ-მაქსიმინი (ფენერბაჰჩე/ალ აჰლი). ჯოვანი მანა ერთი მეორეს მიყოლებით აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა როგორც უკვე ყველამ გაიგეთ, არც ერთი მათგანი ნაპოლიში არ გადასულა.
ჟეგროვაზე ლილისგან მიიღეს უარი, ხოლო გარნაჩოს ტრანსფერი რუბენ ამორიმმა დაბლოკა. რაც შეეხება ადეიემის, გერმანელმა იტალიელებს განუცხადა, რომ დორტმუნდში დარჩენა უფრო კარგი ნაბიჯი იქნებოდა მისი კარიერისთვის. და ბოლოს, სენტ-მაქსიმინი, ფეხბურთელი რომელიც ნაპოლიში ცალი ფეხით გადასული იყო, ისიც კი ვერ დაიმატა გუნდმა.
ჟეგროვაზე ლილისგან მიიღეს უარი, ხოლო გარნაჩოს ტრანსფერი რუბენ ამორიმმა დაბლოკა. რაც შეეხება ადეიემის, გერმანელმა იტალიელებს განუცხადა, რომ დორტმუნდში დარჩენა უფრო კარგი ნაბიჯი იქნებოდა მისი კარიერისთვის. და ბოლოს, სენტ-მაქსიმინი, ფეხბურთელი რომელიც ნაპოლიში ცალი ფეხით გადასული იყო, ისიც კი ვერ დაიმატა გუნდმა.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დაახლოებით 2 საათით ადრე, ნაპოლიმ ნოა ოკაფორის გარიგება დახურა, ფეხბურთელის, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ლაიფციგში, სამედიცინო შემოწმებაზე ჩავარდა... დიახ, ეს სიმართლეა, შვეიცარიელს სათამაშო ფორმა და მომატებული კილოგრამები დაუწუნეს. სწორედ ასეთი ფეხბურთელით მოხდა ხვიჩა კვარაცხელიას "ჩანაცვლება", თანაც იჯარით, ანუ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ აღებული თანხა, კვლავ ხელშეუხებელი დარჩა.
ამ ყველაფრით, რა თქმა უნდა, უკმაყოფილოა ანტონიო კონტე, რადგან იტალიელ სპეციალიტს იმედი ჰქონდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სათანადო შემცვლელს მოუძებნიდნენ. უკმაყოფილება გამოხატეს გულშემატკივრებმაც, რომლებიც ბოლო რამდენიმე საათია კლუბის პოლიტიკასა და აურელიო დე ლაურენტისის მუშაობას აპროტესტებენ. როგორც კონტეს, ისე ფანებსაც სულ სხვა მოლოდინები ჰქონდათ, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია გუნდიდან მიდიოდა, თუმცა უფროსობამ მათ იმედები გაუცრუა.

















