47 წლის სპეციალისტი გერმანულ გუნდში გრაცის შტურმიდან მივიდა. ჰოფენჰაიმმა ილცერის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხა გადაიხადა, ავსტრიელმა მწვრთნელმა კი ახალ გამოწვევაზე უარი არ თქვა. ახალი მწვრთნელის გარდა, გუნდი სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობასაც გეგმავს, შესაბამისად მოსალოდნელია, რომ უახლოეს კვირებში ჰოფენჰაიმი რამდენიმე ფეხბურთელს დაიმატებს.
ჩვენი ინფორმაციით, კრისტიან ილცერი მისი ყოფილი შეგირდის, ოთარ კიტეიშვილის დამატებას შეეცდება. ჰოფენჰაიმი ქართველი ფეხბურთელით სერიოზულად ინტერესდება, შესაბამისად უახლოეს კვირებში გერმანული კლუბისგან პირველ ოფიციალურ შეთავაზებას ველოდებით. 28 წლის ფეხბურთელს შტურმთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს — ავსტრიული კლუბი ქართველ ნახევარმცველს დაახლოებით €10-15 მილიონად აფასებს.
უახლოეს დღეებში ოთარ კიტეიშვილის თაობაზე უფრო მეტ ინფორმაციას შევიტყობთ. მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც.














