"ვიქტორი მანჩესტერ იუნაიტედში იანვრის თვეში? სპორტინგს პატივს ვცემ და როგორც ვიცი, ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე პორტუგალიაში დარჩება... ზაფხულში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დიდი შანსია სეზონის ბოლოს ფეხბურთელმა სპორტინგი დატოვოს.
ახლა ამაზე საუბარი არ მსურს, არც ხუმრობების თქმა მინდა, რადგან როგორც კლუბს, ისე ფეხბურთელსაც დიდ პატივს ვცემ.
პრემიერ ლიგა? ეს იქნება განსხვავებულ სამყაროში მუშაობა. ვიცი რამდენად რთული ჩემპიონატია, მაგრამ მე ამისთვის მზად ვარ. იგივე სტილის ინგლისში გადატანა რთული იქნება, ჩვენ ვსაუბრობთ ორ სხვადასხვა რეალობაზე. მანჩესტერ იუნაიტედი ვერ ითამაშებს ისე, როგორც სპორტინგში ვთამაშობდით. ადაპტაცია მომიწევს როგორც მე, ისე ფეხბურთელებსაც. წინ საინტერესო ამბები გველოდება."
რუბენ ამორიმი ინგლისში 11 ნოემბერს ჩაფრინდება, სადაც ახალ კლუბში დაიწყებს მუშაობას.














