ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნაჩვენები კარგი პერფორმანსის შემდეგ, გიორგი აბუაშვილი ფოთის კოლხეთის დასატოვებლად ემზადება. 22 წლის შემტევით რამდენიმე კლუბი ინტერესდება, მათ შორის სენტ-ეტიენიც, თუმცა როგორც ახლა ირკვევა, საქმეში კიდევ ერთი ფრანგული კლუბია.
დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ გიორგი აბუაშვილით ლიგა 2-ის ბინადარი გენგამი ინტერესდება! მეტიც, ფრანგულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, პირველი კონტაქტი უკვე შედგა, სადაც მხარეებმა ქართველი ფეხბურთელის პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრეს.
გიორგი აბუაშვილი ფოთის კოლხეთში 2024 წლიდან მოყოლებული თამაშობს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ამ დროში 55 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 21 გოლი და 5 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდება, გიორგი აბუაშვილი ახალ სეზონს აუცილებლად ახალ გუნდში დაიწყებს.













