როგორც ირკვევა, ფერენცვაროში და სარაევო უკვე რამდენიმე დღეა რაც ქართველი ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობენ, მეტიც, უახლოეს დღეებში უნგრული გრანდი პირველ ოფიციალურ შეთავაზებასაც გააკეთებს. რაც შეეხება ცრვენა ზვეზდას, სარაევოს სპორტული დირექტორი ისმირ მირვიჩი, გიორგი გულიაშვილის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ბელგრადშიც კი იმყოფებოდა, სადაც მხარეებს შორის პირველი კონტაქტი შედგა. 23 წლის ფეხბურთელს სარაევოსთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. ბოსნიური კლუბი ქართველ ფეხბურთელს დაახლოებით €5 მილიონად აფასებს.
გიორგი გულიაშვილს საოცარი სეზონი აქვს — სარაევოს ფორვარდის ანგარიშზე ამ სეზონში 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, მოსალოდნელია სხვა ევროპული კლუბების გააქტიურებაც.













