გეგმა თავიდანვე გაწერილი იყო: ლივერპული გიორგის დაიმატებდა, შემდეგ კი 1-წლიანი იჯარით სხვა გუნდში გაუშვებდა. საქმეში ბორნმუთი იყო, თუმცა "ალუბლებში" ტრანსფერზე ქართველმა კიპერმა უარი განაცხადა, შესაბამისად, ლივერპულსა და ვალენსიას შორის საიჯარო ხელშეკრულებაზე შეთანხმება შედგა — მამარდაშვილი მინიმუმ 1 წელი მესტალიაზე დარჩება.
ამ გარიგებიდან დინამო თბილისიც იხეირებს, რომელსაც ტრანსფერიდან 10% შეხვდება. გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი ლივერპულში ოფიციალური უახლოეს დღეებში გახდება.













